როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
რაც შეეხება ამ ტურნირის დეტალებს, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთი ოთხ ქვეყანაში - ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება.
ასევე ცნობილია, რომ გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.