1 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მოთამაშეებმა ქვეყნისთვის თავი გაწირეს" - რა თქვა ჯიკიჩმა მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე შეძლო გასვლა. 

დანიასთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.  

"რთული თამაში იყო. საუკეთესო გათამაშებლის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. 

"მოთამაშეებმა თავი გაწირეს ქვეყნისთვის. პრობლემაც გვქონდა, კამარმა ვერ მოახერხა თამაში, ვარჯიშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მან ტრავმა მიიღო. 

"არ შემიძლია ავხსნა, თუ როგორ მოახერხეს ბიჭებმა მობილიზება და მატჩზე ფოკუსირება, რადგანაც ისინი მნიშვნელოვანი თანაგუნდელის გარეშე თამაშობდნენ", - თქვა ჯიკიჩმა.

Facebook კომენტარები