1 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"გამარჯვება მარტივი არ ყოფილა, საოცარი გრძნობაა" - რა თქვა შენგელიამ ევრობასკეტზე გასვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე შეძლო გასვლა. 

დანიასთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"გილოცავთ, საქართველო მეექვსედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. 

"ვფიქრობ, დანია ძალიან ორგანიზებული გუნდი იყო და გამარჯვება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ერთობლივი შრომით მონდომებითა და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარში დგომით დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

"საოცარი გრძნობაა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იქნება", - თქვა შენგელიამ.

Facebook კომენტარები