1 თვის და 1 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

დიდი დარტყმა - საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს თბილისში დანიასთან ჩაატარებს.

მატჩამდე ნახევარი საათით ადრე კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში ნატურალიზებული მოთამაშე კამარ ბოლდუინი ვერ დაეხმარება.

ბოლდუინმა ერთ-ერთ უკანასკნელ ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო და შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს.

საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ზედიზედ მეექვსედ მოიპოვებენ.

Facebook კომენტარები