2 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/4-ფინალში გასვლით

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. 

მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0 7:6(4) დაამარცხა. ამისთვის ნიკოლოზი 17 510 ევროსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს. 

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს შეხვდება. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ATP-ის კატეგორიის ტურნირზე ბოლოს 2023 წელს ითამაშა.

Facebook კომენტარები