5 დღის და 3 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

რუსეთში სანამ ამ შეჯიბრზე წავიდა, ასეთი რამ თქვა - რას იხსენებს ლაშა ტალახაძის მამა შვილზე

ლაშა ტალახაძის მამამ კობა ტალახაძემ 2021 წელს ჟურნალ გზასთან თავისი შვილის შესახებ ისაუბრა.
კობამ მოყვა, თუ რას გრძნობდა ოლიმპიური ჩემპიონი 2021 წელს რუსეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ.

- ერთხელ მითხრა, ვერ წარმომიდგენია, მხრებზე სხვა ქვეყნის დროშა როგორ შეიძლება მოვიხვიოო.

- დღემდე ასე მოვდივართ, ის რომ შეჯიბრება მოსკოვში ტარდებოდა, თავის ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის განცდას უორმაგებდა. სანამ წავიდოდა, სულ ამბობდა, - დიახ, რუსეთში უნდა გავიმარჯვო; დიახ, იქ უნდა ავწიო საქართველოს დროშაო. დიდება მაღალ ღმერთს, რომ ეს შეაძლებინა. ძალიან მინდოდა, ყველა ქართველ სპორტსმენს დიდი გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. სპორტი ისეთი რამ არის, ხან გამოდის, ხან - არა. ჩვენ ბევრი კარგი ძალოსანი გვყავს და მჯერა, მათი გამარჯვებით კიდევ ბევრჯერ გავიხარებთ.

Facebook კომენტარები