როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და მეტოქე ზედიზედ მეორე მატჩში დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ძალიან გვინდა. შენგელია, შერმადინი, სანაძე, ბურჯანაძე და მათი თანაგუნდელები იმსახურებენ ამას.
"მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს ბრძოლისა და მონდომებისთვის. თორნიკემ 3 ნოემბრიდან დღემდე 10 მატჩი ითამაშა.
"რაც შეეხება ფინეთს, ისინი ძალიან სწრაფები არიან. ასეთ ნაკრებებთან თამაში ურთულესია.
"წინა დაპირისპირებაში მათ 25 შეტევითი მოხსნა ჰქონდათ, თუმცა ამჯერად ამის უფლება აღარ მივეცით", - თქვა ჯიკიჩმა.