როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკლათბურთო ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა.
ნოემბრის შეკრებაზე ჩამოსასვლელად ჩვენი გუნდის კაპიტანს, თორნიკე შენგელიას დიდი წვალება მოუხდა.
ის კლუბში თამაშის შემდეგ პირდაპირ გაემგაზავრა ნაკრებთან, რისთვისაც 2500 კილომეტრის გავლა მოუწია.
მისმა ამ ქმედებამ საზოგადოებაში დიდი პატივისცემა გამოიწვია.
ფინეთთან მატჩის შემდეგ თორნიკემ თქვა:
"მიყვარს, რასაც ვაკეთებ, ჩამოვდივარ საქმის გასაკეთებლად".