ჩოგბურთის ლეგენდები ერთ მოედანზე განსხვავებული სტატუსით წარდგებიან. ჯოკოვიჩს და მარის ერთმანეთთან საკმაოდ დიდი ისტორია აკავშირებთ. მათ ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩმა 25-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, ხოლო მარიმ 11-ჯერ დაამარცხა სერბი ოპონენტი. თუმცა, ამჯერად ორივე მათგანი ჯოკოვიჩის გამარჯვებისთვის იასპარეზებს.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარი მწვრთნელის რანგში მოგვევლინება. რაც მთავარია, იგი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაწვრთნის.
ავსტრალიაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ნოვაკისთვის ეს რიგით 25-ე დიდი სლემის თასი იქნება.