წლევანდელი სეზონი ქართველი ჩოგბურთელისთვის საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. მან უკვე არაერთ ტურნირზე მოსინჯა საკუთარი ძალები და ამჯერად ქალაქ იოკოჰამაში მიმდინარე ჩემპიონატში ასპარეზობს.
იაპონიაში გამართული ტურნირის საპრიზო ფონდი 82 ათასი დოლარია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე უკვე დაამარცხა ხორვატი მატეი დოდიგი და მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
Yokohama Keio Challenger-ის მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილი კრისტოფ ნეგრიტუსა და მე-8 ნომრად განთესილ კონსტანტ ლესტიენს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ტურნირის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ ჩოგბურთელს 11 200 დოლარის და 75 სარეიტინგო ქულის მოპოვების შანსი აქვს.