წლევანდელი სეზონი ქართველი ჩოგბურთელისთვის ძალიან წარმატებულად გრძელდება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას სეულის ჩელენჯერის მოგება მოახერხა. თუმცა, იგი კვლავ აგრძელებს აზიურ ტურნირებზე გამოსვლას და ამჯერად იაპონური ჩელენჯერის ფინალისკენ მიიწევს. მან უკვე გადალახა საწყისი ეტაპები და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბასილაშვილი სეულის ტურნირის მოგების შედეგად 82 ათას დოლარიან საპრიზო ფონდს დაეუფლა. მაცუიამას ჩელენჯერის მოგების შემთხვევაში მას 11,200 დოლარი ერგება. უკვე გარკვეულია მისი მომავალი მეტოქეც.
მერვედფინალში ბასილაშვილი იაპონელ ოპონენტს, შინტარო მოჩიზუკის დაუპირისპირდება. აღნიშნული ტურნირის გამარჯვებულს ასევე 75 სარეიტინგო ქულაც ერგება. შესაბამისად, ამ ქულების მოპოვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში ტოპ 180 ჩოგბურთელის სიას შეუერთდება.