ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა 2 ოქროს ბუცის მფლობელმა სპორტის გულშემატკივრებს თავი არაერთი გამორჩეული მომენტით დაამახსოვრა. თუმცა, იგი ამჯერად წარმატების მიღწევას სპორტის სხვა სახეობაშიც შეეცდება.
დიეგო ფორლანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჩოგბურთის თამაშზე გადაერთო. უახლესი ინფორმაციის თანახმად, 45 წლის სპორტსმენი უკვე მზადაა პროფესიონალურ ტურნირებში მონაწილეობისთვის. მისი პირველი გამოსვლა ურუგვაის ღია პირველობაზეა დაგეგმილი.
ტურნირის დაწყება 11 ნოემბერსაა დაგეგმილი. ფორლანის მეწყვილე რეიტინგში 101-ე ნომრად განთესილი ფედერიკო კორია იქნება. აღსანიშნავია, რომ ფორლანს ბავშვობიდანვე სურდა ჩოგბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში, თუმცა ბოლოს არჩევანი ფეხბურთზე შეაჩერა. როგორც ჩანს, იგი მაინც აპირებს ოცნების ასრულებას და აღნიშნული მიზნისკენ პირველ ნაბიჯებს სწორედ მომავალ თვეში გადადგავს.