5 დღის და 8 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ფურცელაძემ მაღალრეიტინგიან მეტოქეს მოუგო და ჩელენჯერის 1/4-ფინალში გავიდა

საბა ფურცელაძე ჟენშენში მიმდინარე ტურნირზე წარმატებით აგრძელებს გამოსვლას. მან ჩინეთში გამართული ჩელენჯერის მერვედფინალში ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა. ფურცელაძემ ATP-ს რეიტინგში 110-ე ადგილზე მყოფი ბილი ჰარისი დაახლოებით საათნახევრიანი დაპირისპირების შედეგად გამოთიშა ტურნირს.

ცნობილი ტურნირის მეოთხედფინალში გასული ქართველი სპორტსმენის მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია. 23 წლის ჩოგბურთელი ნახევარფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ჩინელ იან ბაის დაუპირისპირდება. აღნიშნული ოპონენტი რეიტინგში 280-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო შეხვედრა 18 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ფურცელაძე ამჟამად 394-ე პოზიციას იკავებს რეიტინგში, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგს წარმოადგენს. თუმცა, ქართველი ჩოგბურთელი მიმდინარე ტურნირის შემდეგ აშკარაა, რომ პირად რეკორდს გააუმჯობესებს და რეიტინგის სიაში ბევრად უფრო უკეთეს ადგილს დაიკავებს.

 

Facebook კომენტარები