6 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა არ არის - ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოს ნაკრებში

ბოლო წლების განამვლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები შედარებით მაღალი დონის კლუბებში გაიყიდნენ.

რა საკვირველია, მათი ანაზღაურებაც საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ვის აქვს ნაკრებში ყველაზე მაღალი ხელფასი?

ეს გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც გასულ ზაფხულს "ლიონში" გადაბარგდა.

ქართველის ხელფასი ფრანგულ კლუბში კვირაში 62,885 ევროს შეადგენს, ხოლო წლიურად 3 270 000 ევროს.

მეორეზე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც "ნაპოლიში" კვირაში 29,615 ევროს გამოიუმუშავებს, წლიურად კი 1,540,000 ევროს.

მესამეზე გიორგი მამარდაშვილი, რომლის ხელფასიც კვირაში 28,846 ევროა, წლიურად კი 1,500,000 ევრო.

Facebook კომენტარები