საქართველოს ნაკრებს გოლის გაშვების შემდეგ თამაშის შემობრუნება ძალიან უჭირს.
ამ ფაქტს სტატისტიკაზე დაყრნობით ვასკვნით, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს 11 წელია ეგრეთწოდებული "ქამბექი" არ შეუსრულებია.
ბოლოს ეს 2013 წელს ალბანეთის წინააღმდეგ მოხდა, როცა ჩვენი გუნდი 1:0-ს მარცხებოდა, საბოლოოდ კი 2:1 მათე ვაწაძისა და უჩა ლობჟანიძის გოლებით მოვიგეთ.
მაშინ "ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო.
ამის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა 113 მატჩი ჩაატარა, თუმცა სადაც პირველი გოლი გავუშვით ვერსად მოვიგეთ.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზეც იგივე პრობლემას შევეჩეხეთ.
ჯერ უკრაინამ, შემდეგ ალბანეთმა პირველი გოლი გაგვიტანა და თამაშში დაბრუნება ვერ შევძელით, სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში დავმარცხდით.
შესაძლოა ეს მენტალობის პრობლემა იყოს, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერც ვილი სანიოლმა უშველა.