საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის დედა ერთ-ერთ ინტერვიუში შვილზე საინტერესო ისტორიას იხსენებს:
"მშობლების გარეშე ერთი ღამე არ ჰქონდა გათენებული. 10 წლის იყო, დინამოს აკადემიაში რომ წავიდა და დარჩა, მაგრამ, დედასთან უნდოდა დაბრუნება. მწვრთნელი გივი ლომიძე იყო, რომელმაც მისი თამაში ნახა და უთხრა, ჩაკვეტაძე კი არა მესხი ხარო. კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებული ფანი იყო. ახლა კიდევ ვთხოვე, რომ იქნებ, მაისურზე წარწერა გააკეთებინო-თქო. მაგრამ, მორიდებულად ედგა წინ"
"ბელგიას სურდა, გიორგის წაყვანა. ჩამოვიდნენ, სახლში მოვიდნენ, უნდა ვნახოთ, სად ცხოვრობსო. ერთი პატარა ოთახი გვქონდა. 3 ბიჭით იქ ვცხოვრობდით. გაგიჟდნენ და გვითხრეს, ახლა წადით, მონახეთ ბინა და ჩვენ ვყიდულობთო. ეს ბინა ბელგიელებმა გვიყიდეს"
"გამიკვირდა, ვკითხე, შენ როდის იყო, მღეროდი, ცეკვავდი-თქო. საერთოდ თუ მღეროდა, არც ვიცოდი. პასუხს არ გაგცემს, იცინის, მარტო სიცილი იცის" , - თქვა მთვარისა რუხაძემ.