საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზრდა.
25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 14 ოქტომბერს განახლდა და Transfermarket-ი ახალგაზრდა მოთამაშეს 4 მილიონ ევროდ აფასებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება 2023 წლის 30 ივნისისთვის ჯერ კიდევ 300 000 ევრო გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ლა ლიგა 2-ში, ლევანტეში ირიცხება და ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.