1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჯოკოვიჩის სამწუხარო აღიარება! - რა თქვა ნოვაკმა

ჩოგბურთის მსოფლიო ლეგენდამ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ შედეგებზე ისაუბრა:

"ეს სეზონი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო ჩემს კარიერაში შედეგების თვალსაზრისით. დადგა დრო, როცა მე აღარ შემიძლია მოვიგო „დიდი სლემის“ ტურნირები და მუდმივად შევინარჩუნო უმაღლესი დონე"

"და ეს ნორმალურია. მე კმაყოფილი ვარ ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროთი. ეს იყო წელს მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, მინდოდა „დიდი სლემის“ თუნდაც ერთი ტიტულის მოგება, მაგრამ ეს ნორმალურია… ეს არის სეზონი, რომელიც, უბრალოდ, უნდა მივიღო და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კარიერაში მივაღწიე. უბრალოდ დავაკვირდები, რას მომიტანს შემდეგი გამოწვევები“

Facebook კომენტარები