1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ამ მიზეზის გამო აირევიან და მოვიგებთ - რას წერენ ალბანელი ფანები საქართველოს და ალბანეთის მატჩამდე

როგორც მოგეხსენებათ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდი უკრაინასთან მარცხის შემდეგ სახლში ალბანელების დამარცხებას და პირველი ადგილის მყარად შენარჩუნებას აუცილებლად შეეცდება.

თამაშამდე ალბანელი ქალები სოციალურ მედიაში ასეთ კომენტარებს წერენ:

"თბილისში რევანშისთვის მოვდივართ, ქართველებთან დაპირისპირებას ველით"

"სახლში ძალიან არ გაგვიმართლა და საქართველოსთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით, თუ ჯგუფში რაიმე გვინდა ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ"

"უკრაინასთან დამარცხების გამო იქნებ აირიომ და ჯოჯოხეთი თბილისში მაინც მოვუწყოთ"

"საქართველოსთან გასვლაზე მოგება? არ ვიცი რამდენად რეალურია"

"მინიმუმ ქულა გვინდა, თუმცა რთული იქნება"

"როგორც გავიგე, მათ რომელიღაც ლიდერი არ ეყოლებათ, ეს უნდა გამოვიყენოთ"

Facebook კომენტარები