როგორც მოგეხსენებათ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.
3 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი პირველ ადგილს 6 ქულით ინარჩუნებს.
ალბანეთი კი 3-4 ადგილს უკრაინასთან ერთად 3 ქულით იყოფს.
მატჩამდე სუპერკომპიუტერმა შეხვედრის ანგარიში და გოლი ავტორები წინასწარ დაასახელა.
მისი ვარაუდით, ჩვენი გუნდი ალბანეთს ანგარიშით 2:0 დაამარცხებს. გოლებს ხვიჩა კვარაცხელია და ბუდუ ზივზივაძე გაიტანენ.