როგორც მოგეხსენებათ, საქართველო უკრაინსათან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ ერთდერთი გოლის ავტორმა, მიხაილო მუდრიკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"მოედნის საფართან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩვენი ფეხბურთის ჩვენება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მატჩის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები იქნებოდა და ამ კომპონენტში, მეტოქეს ვაჯობეთ.
"მუდრიკი და კვარაცხელია - ეს საერთოდ სხვა თემაა. გოლს რაც შეეხება, ჩემი სამუშაო შევასრულე და გავაკეთე ის, რის გაკეთებაც ვიცი.
"ქართველების მსგავსად, მინდვრის საფარის მდგომარეობით ჩვენც უკმაყოფილონი ვიყავით, მაგრამ ყველაფერს გაზონს ვერ დავაბრალებთ, ვინაიდან ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო", - თქვა მუდრიკმა.