1080 მატჩის ჩატარების შემდეგ, ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა გულშემატკივრებს გულთბილი მესიჯით კარიერის დასრულების გადაწყვეტილება გაუმხილა.
ვეტერანი სპორტსმენის ანგარიშზე ჯამში 92 ტიტული და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტია. მრავალი წლის განმავლობაში, ჩოგბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტრიგად სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის პაექრობა ითვლებოდა. თუმცა, ლეგენდარული ტრიოდან მომავალ სეზონში უკვე მხოლოდ ჯოკოვიჩის თამაშის ხილვა შეეძლებათ გულშემატკივრებს.