საქართველოს 21-წალმდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთთან სტუმრად 3:2 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ ჩვენს ბოლო ტურის წინ ჯგუფში ასეთი სიტუაციაა:
1. ნიდერლანდები - 27 ქულა
2. შვედეთი - 17
3. საქართველო - 16
4. ჩრდ. მაკედონია - 9
5, მოლდოვა - 7
6. გიბრალტარი - 3
ჩვენებს ჯგუფის ბოლო მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან სახლში აქვთ.
თუ საქართველო თავის მატჩს მოიგებს და თავის მხრივ შვედეთი ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან წააგებს, ან ფრეს ითამაშებს, საკვალიფიკაციო პლეი-ოფის საგზურს მოვიპოვებთ.
აქვე გეტყვით, რომ ჩრდ, მაკედონიასთან მატჩი 15 ოქტომბერს 20;00 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, გაიმართება.