ალექსანდრე ბაკში ჩინური ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს » isport.ge
1 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ალექსანდრე ბაკში ჩინური ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს

ჩინეთში, ჰანგჟოუში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე მონაწილეობას სამი ქართველი ჩოგბურთელი იღებდა. თუმცა, საბა ფურცელაძემ და ზურა ტყემალაძემ საკვალიფიკაციო მატჩების მოგება ვერ შეძლეს და ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

ჩელენჯერის ძირითად ბადეში თამაშის უფლება ალექსანდრე ბაკშიმ მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ ორი ჩინელი ოპონენტი, ლინგჰაო შანგი და შენგ ტანგი დაამარცხა. იგი კვალიფიკაციაში მეხუთე ნომრადაა განთესილი. ტურნირის მონაწილეთა შორის პირველ ნომრად ჯეიმს დაკვორსია განთესილი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში 75-ე ადგილზე იმყოფება.

ბაკშის მომავალი მეტოქე ტაილანდელი კასიდიტ სამრეჯი იქნება. ისინი ძირითად ბადეში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

Facebook კომენტარები