11 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

თორნიკე კვარაცხელიამ საქართველოს U16-ის ნაკრებში მორიგი გოლი გაიტანა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში გამართული საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თურქმენეთის 17-წლამდე ნაკრებთან გამარჯვებით (0:4) დაასრულა და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ უზბეკეთთან მატჩის მსგავსად, თურქმენეთთან შეხვედრაშიც, ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მე-16-ე წუთზე, გიორგი ლაგვილავას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. 

მეორე გოლი გიორგი გორგაძის ანგარიშზეა, რომელმაც ტურნირზე თავისი მესამე გოლის გატანა შეძლო. 

შეხვედრის მიწურულს, თავი ალექსანდრე კუნჭულიამ და ანდრია ჩხაიძემ გამოიჩინეს. ჩხაიძემ, 95-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:4.

Facebook კომენტარები