12 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

გოლი ნაკრების რიგებში - კვარას ძმამ საქართველოს U16 ნაკრებისთვის გაიტანა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერზურუმში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე უზბეკეთთნ 1:4 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან შეხვედრაში ერთადერთი გოლი თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა. 

ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ 42-ე წუთზე სანდრო მიქაუტაძის პასით ისარგებლა და შეტევა შედეგიანად დაასრულა.

საგულისხმოა, რომ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე უზბეკებმა ანგარიში გაათანაბრეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. 

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მეტოქე B ჯგუფის მონაწილე გუნდი იქნება, რომელიც მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.

Facebook კომენტარები