7 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

კახა კალაძემ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს დიდი საჩუქარი გაუკეთა

11 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ერთა ლიგაზე უკრაინისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

"11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინას დაუპირისპირდება. ეს ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. შესაბამისად, ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკის მოედანზე მატჩის ღია ჩვენება მოვაწყოთ. ადგილზე დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობას მივცემთ, ჩვენს ნაკრებს ერთად უგულშემატკივრონ". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს უკრაინის წინააღმდეგ 11 ოქტომბერს გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები