ბექა ბურჯანაძის გუნდი „ლიგა ენდესაში“ სენსაციური მატჩით დაბრუნდა. „ლეიმა ბასკეტ კორუნა“ მოქმედ ჩემპიონს, „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი ქართველი კალათბურთელის გუნდის მცირე უპირატესობით, 86:85 დასრულდა. შეხვედრის მონაწილეებს შორის ყველაზე მეტად იუნიო ბარუეტა გამოირჩა, რომელმაც მატჩის მიწურულს სამქულიანი ჩააგდო და ბონუსად ჯარიმაც მიითვალა.
სენსაციურ მატჩში ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.