როგორც მოგეხსენებათ, “ნიუკასლ იუნაიტედმა” ვახტანგ სალიასთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია.
გავლენიანი სპორტული გამოცემა, TeamTalk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლ იუნაიტედმა” სალიასთვის ბრძოლაში მადრიდის “რეალს”, მიუნხენის “ბაიერნსა” და “დორტმუნდს” აჯობა.
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა “ნიუკასლის” აღნიშნული ტრანსფერით შოკირებული დარჩა.
ცნობისთვის, სალიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.