1 წლის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ბარსელონადან ამ ფეხბურთელს გამოვარჩევდი” - რას ამბობს ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში, კატალონიურ გუნდსა და რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრა:

"ბარსელონადან იამალს გამოვარჩევდი. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და მჯერა, რომ მას შეუძლია გახდეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. 

“კატალონიური კლუბიდან პედრისთან მაქვს კონტაქტი. მისი მამა და ძმა ჩემს რამდენიმე ბრძოლას ესწრებოდნენ.”

“ასევე ჩემი ახლო მეგობარი ფერანიც არის.  ტორესმა მითხრა, რომ მე მისი ცხოვრება შევცვალე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუ როგორ მოვახერხე ეს, თუმცა მისმა სიტყვებმა ჩემზე იმოქმედა. "ბლაუგრანას" ფორვარდი ძალიან კარგი ადამიანია და ის ცხოვრებაში ნამდვილად სწორ გზაზე დგას", - განაცხადა “ელ-მატადორმა”.


Facebook კომენტარები