ცნობილი ესპანური გამოცემა "AS" ლიონელ მესიზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არგენტინელი სუპერვარსვკლავი “ინტერ მაიამიში” ბოლო სეზონს ატარებს, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მომავალი გუნდი ფაქტობრივად გარკვეულია. კერძოდ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას კარიერის სამშობლოში გაგრძელება და "ნიუელს ოლდ ბოისში" გადასვლა სურს.
აქვე გეტყვით, რომ მესიმ “მაიამის” რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, სად აქტივში 27 გოლთან ერთად 17 ასისტი ჩაიწერა.