მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ალეკსეი ბუგაევი, 495 გრამი მეფედრონის რეალიზაციისას დააკავეს და გაასამართლეს.
გაირკვა, რომ მას 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
ამასთანავე იწერება, რომ სასჯელის შეცვლა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბუგაევი სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ყოფილი ფეხბურთელი საკუთარი სიცოცხლის გაწირვასა და საომარ მოქმედებებში ჩართვას გეგმავს.