წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშება პირველად, სრულიად ახალი ფორმატით ტარდება. განსხვავებული სტილის მქონე ტურნირი ახლახანს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობითაც გამოირჩევა.
ტურნირის პირველი რაუნდი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გრანდების დაპირისპირებასთან ერთად, საკმაოდ სანახაობრივი იყო „ბრესტის“ და „შტურმის“ დაპირისპირებაც. მასპინძლებმა მატჩი 2:1 მოიგეს და ტურნირზე პირველი სამი ქულაც მოიპოვეს.
დამარცხებული „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ოთარ კიტეიშვილმაც. მან ავსტრიული გუნდის მიერ გატანილ გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა, შეტევის ეფექტურად წარმოწყებით.
მსგავსი თამაშის დამსახურებით, ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე გატარებული 78 წუთის სანაცვლოდ 6.8 შეფასება მიიღო.