1 წლის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"რას ვაკეთებ თავისუფალ დროს? ეს ყველამ იცის..." - გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში საკუთრ რუტინაზე ისაუბრა:

"პირველ რიგში, დიდ ყურადღებას ძილს ვუთმობ. რაც შეიძლება დიდხანს მძინავს. შემდეგ დიეტა - ხარისხიანი და ჯანმრთელი საკვები, პლიუს დანამატები. ვიღებ ყველაფერს, რაც ორგანიზმს სჭირდება. ასევე ვვარჯიშობ როგორც საერთო ჯგუფთან ერთად, ისე ინდივიდუალურადაც. ძალების აღდგენა და დასვენება ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია"

"თავისუფალ დროს, ძირითადად, სახლში ვატარებ. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ არსად გავდივარ. ვარჯიშის შემდეგ, სახლში დასვენება მირჩევნია. ჩემს მთავარ გატაცებად ფეხბურთი რჩება" - თქვა გურამმა.

Facebook კომენტარები