როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს მე-4 ტურის შეხვედრაში შინ “კალიარი” მიიღო და ანგარიშით 4:0 იმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში “პარტენოპეის” ქართველმა ლეგიონერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით, კვარაცხელიამ 8.6 შეფასება დაიმსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.
ცნობისთვის, ხვიჩას მიმდინარე სეზონში 2 გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა დაუგროვდა.