როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ალბანეთი 0:1 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
გავლენიანი გამოცემა Whoscored-ის ვერსიით, ქოჩორაშვილი 8.12 შეფასებით კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ცნობისთვის, ჯვაროსნები 6 ქულით B ლიგის პირველი ჯგუფის უპირობო ლიდერები არიან.