როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შემდეგში ჯასტინ გეიჯის ხელთათმანები კარგად უნდა შეამოწმონ.
ქართველის აღნიშნულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ თემაზე MMA-ს ცნობილმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმაც ისაუბრა.
"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჩემპიონო. მიხარია, რომ კარგად ხარ. „შენი დედაც“-ით არ გიპასუხებ, რადგან საქმეში ჩემი მეგობრის შვილია გარეული და მის მამაზე ცუდს ვერ ვიტყვი. მომიკითხე - ის ნამდვილი კაცია.
ალის ამ კომენტარს ილია თოფურიამ მალევე უპასუხა.
"ჩემს შვილს ამაში ნუ რევ. მისი შენთან მეგობრობა არანაირ კავშირში არ არის ჩვენს შორის არსებულ პრობლემასთან. ძალიან კარგად იცი, რატომაც ვთქვი ეს. ასე რომ, მის უკან ნუ იმალები. და მაინც, შენი დედაც"