2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც, სადაც ქართველები 13 სპორტსმენებით წარდგებიან, საიდანაც 9 მამაკაცი, ხოლო 4 ქალი იქნება.
შემადგენლობა
კაცები
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
70 კგ: ნინო გულბანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა - ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო, ვერცხლის მედალს დასჯერდნენ - ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი, ბრინჯაოს მედალს კი ლუკა მაისურაძე დაეუფლა.