5 საათის და 34 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

არმან ცარუკიანი ილია თოფურიას დიდ განცხადებას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შემდეგში ჯასტინ გეიჯის ხელთათმანები კარგად უნდა შეამოწმონ.

ქართველის აღნიშნულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ თემაზე არმან ცარუკიანმაც ისაუბრა.

"ეს მხოლოდ გამართლებაა. უნდა მიიღო ის, რაც სინამდვილეში მოხდა. უნდა დაიწყო იმით, თუ რა გააკეთე არასწორად და არა გამართლებების ძებნით", - თქვა ცარუკიანმა.