როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი ერთა ლიგის მეორე ტურში მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ დაპირისპირებას ალბანურ მედიაში საინტერესო სტატიით გამოეხმაურნენ.
"თამაშში გადამწყვეტი გოლი 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა და ტომას სტრაკოშა ადგილზე გააშეშა.
"დარჩენილი წუთები სილვინიოს ბიჭებმა ვერ გამოიყენეს და „ეარ ალბანია“ დამარცხებულებმა დატოვეს. ჯგუფში ჩვენი შანსები მცირდება, მნიშვნელოვანი 3 ქულა დავკარგეთ", - წერენ ალბანურ მედიაში.