როგორც იცით, ხვალ საქართველოს ნაკრები სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება.
ქართველ ქომაგს “ჯვაროსნების” ძალიან სჯერა, რადგან ჩეხეთის წინააღმდეგ მისმა დადებულმა ფსონმა გაამართლა და სოლიდური თანხაც მოიგო.
ამიტომ, ქართველმა ფანმა ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ახალი ფსონი განათავსა, რის მიხედვითაც “ჯვაროსნები” ალბანეთის ნაკრებს დაამარცხებს.
როგორც ცნობილია, გულშემატკივარმა 3000 ლარი განათავსა, რის მიხედვითაც თუ ფსონმა გაამართლა ის 9810 ლარს მოიგებს, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან სოლიდური თანხაა.