საქართველოსა და ალბანეთის მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
"აქ მუშაობისას ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებოდით. განსაკუთრებით მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგის შემდეგ.
"ევრო 2024-ზე ასპარეზობამ ჩემს ფეხბურთელებს თავდაჯერება შემატა და ამბიციურადაც გავიზარდეთ.
"მეტოქე კარგი ნაკრებია და ეს უკრაინასთან მატჩშიც გამოჩნდა. ვიცი, რომ სავსე გულშემატკივარი იქნება და რთული მატჩი გველის.
"2 წლის წინ ამხანაგური მატჩი მათთან წავაგეთ, იმის შემდეგ გავიზარდეთ, განვვითარდით და ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.
"ვინ იქნება ნაკრების პენალტისტი? გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თერთმეტმეტრიანებს კარგად ასრულებენ. ხვიჩა, ჟორჟი, გველესიანი. ამ კომპონენტში ბევრს ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, ვინ აიღებს.
"უნდა ველოდოთ ცვლილებებს? ერთს ვიტყვი, რომ ყველა თამაში განსხვავებულია და სხვანაირად ვემზადებით. ვნახოთ, ვინ მოირგებს საქართველოს ნაკრების მაისურს", - თქვა სანიოლმა.