როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში შინ “ტორინო” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ “ნაპოლის” თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩას პერფომანსი შეაფასა:
“კვარა განსაკუთრებულია. მას ვენდობი აქ მოსვლის პირველივე დღიდან, ვაძლევ მისიებს, რომელსაც იდეალურად ასრულებს, თუმცა სხვა მოთამაშეების პერფორმანისთაც კამყოფილი ვარ”. - განაცხადა კალცონამ.
ცნობისთვის, “ნაპოლი” 44 ქულით სერია ა-ში მე-7 ადგილს იკავებს.