საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის წინ გურამ კაშიამ მედიასთან ისაუბრა.
"ვფიქრობ, პოზიტიური მდგომარეობაა და ყველა კმაყოფილია. ხანდახან ასეთი კამყოფილი არ უნდა ვიყოთ, ევროზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამ ჯგუფის მოგება მარტივი არ იქნება.
"ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ზედმეტი თავდაჯერებულობა არ გვინდა. ეს წარმატება გვერდზე უნდა გადავდოთ და ახალი მუხტით ვითამაშოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ მარტივად მოვიგებთ, რთული მეტოქეები გვყავს.
"ხანდახან მეგობრები მეუბნებიან, რომ ჩეხეთს მარტივად მოვუგებთ, ისეთი გარემოა შექმნილი, რომ საქართველო ტოპ გუნდია, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, ახალი რამ უნდა გავაკეთოთ.
"ყველა ოცნების შემდეგ ახალი ოცნება გვაქ. ჩემთვისაც მსოფლიოზე მოხვედრა ძალიამ მაგარი იქნება. გვყავს დიდი პოტენციალის მქონე ნაკრები, ახალგაზრდები, ოცნებას ვაგრძელებთ.
"ჩეხები ფიზიკურად ძლიერები არიან, ევროს თამაშზე სტადნატული მდგომარეობები ძალიან გაგვიჭირდა. ბევრი ორთაბრძოლა გვექნება მოსაგები საჯარიმოში. ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან და ისე უნდა დავდგეთ, რომ ყველა ორთაბრძოლა მოვიგოთ.
"წნეხს ვერ ვგრძნობთ ნაკრებში, ყველა ბედნიერი ვართ ევროს შემდეგ. ჩვენმა ქომაგებმა საოცრებები მოახდინეს, სასწაული ზეიმი იყო და ამას ხშირად ვიხსენებთ. ვფიქრობ, უფრო მეტი წნეხი გვჭირდება, რათა მიწაზე დავეშვათ.
"მესხზე ბოლო თამაში კვიპროსთან ვითამშეთ, კარგი გარემო იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის "დინამო არენაზე" თამაში სჯობს. აუცილებელია, რომ გულშემატკივრებმა მოგვცეს მუხტი. სამწუხაროა, რომ "დინამოზე" ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ნახევრად სავსე სტადიონი კარგი არ იქნებოდა", - განაცხადა კაშიამ.