2026 წელს, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან ამ უდიდეს ფორუმზე მოხვედრის შანსი აქვს.
მოგეხსენებათ, ეს იქნება პირველი მუნდიალი, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, შეცვლილია ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის რეგლამენტიც.
ევროპიდან მონაწილეთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა, კონტინენტს წინა მუნდიალთან შედარებით მხოლოდ 3 ნაკრები დაემატება. ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევს გამოაკლდა 3 მასპინძელი გუნდი, რომელიც ავტომატურად მოხვდა ფინალურ ეტაპზე.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპის ახალ რეგლამენტს ევროპის ზონაში. თუ წინა შესარჩევში 10 ჯგუფი იყო 5-6 გუნდით, ახლა შეიქმნება 12 ჯგუფი 4-5 გუნდით.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ გადის 12 პირველადგილოსანი, ხოლო ამდენიმე მეორეადგილოსანი, ერთა ლიგის 4 საუკეთესო გუნდთან ერთად, პლეი-ოფებით გაარკვევს მუნდიალის კიდევ 4 მონაწილეს.
რაც შეეხება პლეი-ოფებს, აქ 16 გუნდისგან შეიქმნება ეგრეთ წოდებული "4 გზა". აქედან ერთ-ერთია ერთა ლიგის გზა, სადაც თავს მოიყრის ამ ტურნირის რეიტინგში იმ დროისთვის საუკეთესო 4 გუნდი, რომელიც ვერ მოხვდება საკვალიფიკაციო ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე. პლეი-ოფებში გამარჯვებულები ირკვევა ხერხით - თითომატჩიანი ნახევარფინალი და ფინალი.
ერთა ლიგის მოგება თავისთავად, პირველი რიგის ამოცანაა, რათა 16-გუნდიან პლეი-ოფში ადგილი დაბევებული გვქონდეს.
ამოცანის დარჩენილი ნაწილი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენგუნდიან ჯგუფში მოვხვდებით საკვალიფიკაციო ეტაპზე და, რაც მთავარია, ვისთან ერთად.
ევროპის ზონაში შესარჩევი ციკლის წლისყრა გაიმართება ერთა ლიგის დასრულების შემდეგ - ნოემბერში ან დეკემბერში, მატჩები კი 2025 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები - 2026 წლის მარტში.