საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, საბა გოგლიჩიძემ ჩეხეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
"ნაკრებში შესანიშნავი გარემოა. ბიჭები ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია და გაოცებულიც კი ვარ იმით, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო მეტის იმედი მაქვს."
"ევროპის ჩემპიონატს გულშემატკივრის როლში ვუყურებდი, თუმცა ორმაგი ემოციით, რადგან შესანიშნავად ვიცოდი ბიჭები რას გრძნობდნენ. ამავდროულად, ეს იყო მოტივაცია ჩემთვის, რადგან მეც შემეძლო ნაკრებში მოხვედრა და ეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველივე შეკრებაზე მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის და ვეცდები, რომ იმედები არ გავუცრუო“.