ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ სერია A-ს ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მილანის" ყოფილმა მცველმა "ნაპოლის" შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"კვარა არაჩვეულებრივი ბიჭია. მამამისთან, ბადრისთან ხშირად ვსაუბრობ. მართლაც უნიკალური ადამანია.
"სანამ ხვიჩა "პარტენოპეიში" გადავიდოდა, მათ ხელმძღვანელებს ფეხბურთელის შესახებ მოვუყევი.
"მსურდა გაეგოთ, თუ რა პიროვნებასთან ჰქონდათ საქმე. ამის შემდეგ კი მადლობაც გადამიხადეს", - თქვა კალაძემ.