2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი აქტიურად დაიწყო და სანაკრებო პაუზის წინ კლუბები კიდევ რამდენიმე მატჩს ჩაატარებენ.
ბუნებრივია, ეროვნული ნაკრებისთვის ქართველი ფეხბურთელებიც ემზადებიან და რამდენიმე მათგანი სექტმებრის შეხვედრებს არაჩვეულებრივ ფორმაში ხვდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქმეში ბუდუ ზივზივაძეს, გიორგი ჩაკვეტაძესა და ნაკრების სხვა მოთამაშეებსაც ვიხილავთ.
ქართველების განრიგი 1 სექტემბერს:
- გერმანია - კარლსრუე VS ბრაუნშვაიგი - 15:30 (ბუდუ ზივზივაძე)
- დანია - კოპენჰაგენი VS ბრონდბიუ - 16:00 (გიორგი გოჩოლეიშვილი)
- სლოვაკეთი - სლოვანი VS ზილინა - 17:30 (გურამ კაშია)
- ინგლისი - უოტფორდი VS შეფილდი - 18:00 (გიორგი ჩაკვეტაძე)
- ავსტრია - ვოლფსბერგერი VS ლასკი - 19:00 (სანდრო ალთუნაშვილი)
- უკრაინა - შახტარი VS კრივბასი - 19:00 (ირაკლი აზაროვი)