2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი აქტიურად დაიწყო და სანაკრებო პაუზის წინ კლუბები კიდევ რამდენიმე მატჩს ჩაატარებენ.
ბუნებრივია, ეროვნული ნაკრებისთვის ქართველი ფეხბურთელებიც ემზადებიან და რამდენიმე მათგანი სექტმებრის შეხვედრებს არაჩვეულებრივ ფორმაში ხვდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქმეში ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილსა და ნაკრების სხვა მოთამაშეებსაც ვიხილავთ.
ქართველების განრიგი 31 აგვისტოს:
- საფრანგეთი - სენტ-ეტიენი VS ბრესტი - 19:00 (ზურიკო დავითაშვილი)
- მოლდოვა - შერიფი VS მილსამი - 20:00 (ვლადიმერ მამუჩაშვილი)
- იტალია - ემპოლი VS ბოლონია - 20:30 (საბა საზონოვი/საბა გოგლიჩიძე)
- ავსტირია - შტურმი VS ტიროლი - 21:30 (ოთარ კიტეიშვილი)
- პოლონეთი - კრაკოვია VS რადომიაკი - 22:15 (ოთარ კაკაბაძე)
- იტალია - ნაპოლი VS პარმა - 22:45 (ხვიჩა კვარაცხელია)
- ესპანეთი - ვალენსია VS ვილიარეალი - 23:30 (გიორგი მამარდაშვილი)