1 წლის წინ
სახელი უცნობია
Aa

“იაკობიშვილს არ ჰქონდა ის ერთადერთი რამ: სურვილი” - რას ამბობს ნაკრების ვიცე-პრეზიდენტი

როგორც მოგეხსენებათ, ანტალ იაკობიშვილი ქღთული წარმომავლპბის ფეხბურთელია, მასზე ხშირად იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოეძახათ. ამ ყველაფერზე კი საქართვეკოს ნაკრების ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა:

“ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი კარგი ფეხბურთელი ჩამოვიყვანოთ ნაკრებში, ვისაც ქართული წარმომავლობა აქვს.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დავუკავშირდით, ვილი სანიოლიც გავასაუბრეთ და ჩვენი სურვილი იყო, მარტში, პლეი-ოფის მატჩებში განაცხადში ყოფილიყო.”

“რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ. ანტალ იაკობიშვილს ერთადერთი რამ არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ: სურვილი. ეს არის ნაკრები, არ არის კლუბი. აქ ფეხბურთელები თავიანთი სურვილით უნდა თამაშობდნენ და იცოდნენ, რომ ქვეყანას წარმოადგენენ. აირჩია უნგრეთის ნაკრები და ვუსურვებ წარმატებას მის არჩევანში” - თქვა ალექსანდრე იაშვილმა.

Facebook კომენტარები